ირაკლი ბუღრიძე
Aa
Aa

ბუღრიძის სადებიუტო გოლი კორეაში | ცვლილებაზე გამოვიდა და ხუთ წუთში გაიტანა

სამხრეთ კორეაში ირაკლი ბუღრიძემ სადებიუტო გოლი გაიტანა, K ლიგა 2-ში ჩეონგჟუ შინ ბუსანთან 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო და 82-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მეტოქის რამდენიმე მოთამაშეში მოქცეულმა ბურთი კარგად დაამუშავა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და დაბალ კუთხეში შეაგდო, თუმცა მისმა გუნდმა ანგარიში ვერ შეინარჩუნა და შეხვედრა 1:2 დათმო.

 

28 წლის ქართველი გარემარბი კორეულ კლუბში გასულ ზამთარში გადავიდა, K ლიგა 2-ში სამი მატჩი ჩაატარა, სამივე შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა, საერთო ჯამში 50 წუთი გაატარა მინდორზე. მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

ბუღრიძის გუნდისთვის სეზონი წარუმატებლად დაიწყო, საწყის ხუთ ტურში არ მოუგია, სამი მატჩი ფრედ ითამაშა და ამ მომენტისთვის 17-გუნდიან ჩემპიონატში 3 ქულით მე-14 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები