„პედრი ჯადოსნურია“ - ვიტინიამ 4 საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
„პსჟ“-სა და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ვიტინიამ, დღეისათვის საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველებზე ისაუბრა.
ბოლო ორი სეზონია ვიტინიას ბევრი საუკეთესო შუახაზელად ასახელებს, თუმცა თავად პორტუგალიელი საუკეთესოდ პედრის მიიჩნევს.
- იმის შესახებ, რომ მას მსოფლიოში საუკეთესოს უწოდებენ:
„არ მიყვარს იმის თქმა, რომ საუკეთესო ნახევარმცველი ვარ, ეს ამპარტავნებაა. თუმცა ვიცი, რომ შესაძლოა საუკეთესოთა შორის შევდივარ“.
- იმის შესახებ, თუ რომელ ნახევარმცველებს გამოარჩევს:
„პირველ ადგილზე პედრის დავაყენებდი. ის ჯადოსნურია, მისი თამაში აღგაფრთოვანებს. როცა მის წინააღმდეგ თამაშობ, ამას კიდევ უფრო უკეთ ხვდები...
ჩემთვის ცოტა რთულია საუკეთესო სამეულის დასახელება. ძნელია მხოლოდ ორის არჩევა. მე დავასახელებდი ჟოაუ ნევეშს და ბრუნუ ფერნანდეშს. ისინი ორივე იქ არიან, პედრისთან და ჩემთან ერთად. ასე რომ, საუკეთესო სამეული კი არა, საუკეთესო ოთხეული მყავს“,
– თქვა ვიტინიამ PSG Report-თან საუბრისას.