ალმერია, კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ალმერიას მეწილე გახდა | რონალდუმ ესპანური კლუბის აქციები შეიძინა

პორტუგალიის ნაკრებისა და „ალ-ნასრის“ კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ საფეხბურთო კლუბ „ალმერიას“ თანამფლობელი გახდა.

როგორც ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, ორგანიზაცია CR7 Sports Investments-მა „ალმერიას“ აქციების 25% საუდელი ბიზნესმენის, მოჰამედ ალ-ხერეიჯისგან შეიძინა.

„ყოველთვის მსურდა მოედნის მიღმა ფეხბურთში წვლილის შეტანა. ალმერია არის კლუბი, რომელსაც აქვს სოლიდური საფუძველი და ზრდის აშკარა პოტენციალი. მოუთმენლად ველოდები კლუბის მენეჯმენტთან ერთად მუშაობს „ალმერიას“ შემდგომი განვითარების მიმართულებით“, - აცხადებს რონალდუ.

ცნობისთვის, ამჟამად „ალმერია“ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს, სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა და ლა ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის, სადაც ბოლოს 2023-2024 წლების სეზონში თამაშობდა.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კრიშტიანუ რონალდუ ილია თოფურიას საბრძოლო ორგანიზაციის მეწილე გახდა
    კრიშტიანუ რონალდუ ილია თოფურიას საბრძოლო ორგანიზაციის მეწილე გახდა