„მორიგი უსამართლობა“ | ლაპორტა ატლეტიკოსა და ბარსას მატჩს გამოეხმაურა
„ბარსელონას“ ბოლო პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა კოპა დელ რეის ნახევარფინალში, „ატლეტიკოსთან“ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც ჰანსი ფლიკის გუნდმა 0:4 წააგო. ლაპორტამ გერმანელ სპეციალისტსა და ფეხბურთელებს მხარდაჭერა გამოუცხადა და უსამართლობაზე ისაუბრა, რომელსაც მისი გუნდი შეეჩეხა.
„ჰანსი ფლიკს, ფეხბურთელებსა და დეკუს სრულ თანადგომას ვუცხადებ. დარწმუნებული ვარ, რომ კულეების მხარდაჭერის წყალობით ისტორიული შესაძლებლობა გვექნება, სპოტიფაი კამპ ნოუზე დიდებული რემონტადა შევასრულოთ.
სამწუხაროდ, გუშინ საღამოს მორიგ უსამართლობას შევეჩეხეთ — დაწყებული მინდვრის საფარის მდგომარეობიდან, დამთავრებული უსამართლოდ გაუქმებული გოლით, რომლის არ ჩათვლამაც ქამბექის დაწყების საშუალება არ მოგვცა. თუ ყველანი ბარსელონას მხარს დავუჭერთ და გავამხნევებთ, განმეორებით შეხვედრაში თამაშის შემოტრიალების შანსი გვექნება.
რაც შეეხება კუბარსის გაუქმებულ გოლს, ეს პირველი შემთხვევა არაა. მახსენდება ლამინ იამალის გოლი, რომელიც სოსიედადთან შეცდომით გააუქმეს. შემთხვევით არაფერი ხდება. სწორედ ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ.“
ცნობისთვის, „ბარსელონაში“ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და ლაპორტა ბოლო პრიზიდენტად სწორედ ამიტომ მოვიხსენიეთ. 15 მარტს გაირკვევა, „ბლაუგრანას“ ახალი პირველი პირი ვინ გახდება.