სერგეი რებროვი
Aa
Aa

„თანაბარი ჯგუფია, ყველა გუნდი ძლიერია“ | უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ერთა ლიგაზე

უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა ერთა ლიგის B2 ჯგუფის წილისყრის შედეგები შეაფასა. უკრაინელთა მეტოქეები საქართველო, უნგრეთი და ჩრდილოეთ ირლანდია არიან და რებროვის აზრით, ყველა გუნდი ძლიერია.

„ვფიქრობ, ყველა გუნდი ძლიერია. სამწუხაროდ, ისევ საქართველოს წინააღმდეგ გვიწევს თამაში, თუმცა ვფიქრობ, თანაბარი ჯგუფია. საჭიროა, რომ მოვემზადოთ და მაღალ დონეზე ვიასპარეზოთ.

ყველაზე უსიამოვნო მეტოქე რომელია? არ ვიცი. არ მინდოდა, უნგრეთთან მოვხვედრილიყავით, მაგრამ ვითამაშებთ და ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უნგრეთი ჩემთვის უცხო ქვეყანა არ არის, მაგრამ არ ვიცი, იქ როგორ მიმიღებენ. მხოლოდ ჩემს გუნდზე ვფიქრობ.“

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2026 წლის შემოდგომაზე გაიმართება. მატჩების ზუსტი კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჯგუფის გამარჯვებულები ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის A ლიგაში დაწინაურდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები A ლიგის მესამეადგილოსნებთან პლეი-ოფში იასპარეზებენ. მეოთხე ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან, მესამეადგილოსნები კი C ლიგის მეორეადგილოსნებთან პლეი-ოფში შეეცდებიან ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა და სხვები | ყველაზე რთული გვარების მქონე მოთამაშეები TNT Sports-ისგან
კვარა და სხვები | ყველაზე რთული გვარების მქონე მოთამაშეები TNT Sports-ისგან