ჯიმ რეტკლიფი
Aa
Aa

იუნაიტედის თანამფლობელი: ბრიტანეთი მიგრანტების მიერ არის კოლონიზებული

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელმა, ჯიმ რეტკლიფმა, მიგრანტების შესახებ მწვავე განცხადება გააკეთა, რამაც ბრიტანეთის (და არამარტო) მასშტაბით დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

რედკლიფს ბევრი აკრიტიკებდა და ბოდიშის მოხდას თხოვდა.

რეტკლიფმა ასეთი რამ თქვა:

„დიდი ბრიტანეთი მიგრანტების მიერ არის კოლონიზებული. შეუძლებელია გქონდეს ეკონომიკა, სადაც 9 მილიონი ადამიანი შემწეობას იღებს. რთული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო“.

რედკლიფმა დღეს თავისი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა:

„ვწუხვარ, რომ ჩემ მიერ შერჩეულმა სიტყვებმა დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ზოგიერთი მცხოვრები შეურაცხყო და შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, მნიშვნელოვანია კონტროლირებადი და კარგად მართული იმიგრაციის საკითხის წამოჭრა, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.

ჩემი კომენტარები გაკეთდა კითხვა-პასუხის სესიაზე დიდი ბრიტანეთის პოლიტიკის შესახებ ევროპის ინდუსტრიულ სამიტზე ანტვერპენში, სადაც განვიხილავდი ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების, კვალიფიკაციისა და წარმოების მნიშვნელობას დიდ ბრიტანეთში.

ჩემი განზრახვა იყო ხაზგასმა იმისა, რომ მთავრობებმა უნდა დაარეგულირონ მიგრაცია თანამშრომელთა პროფესიულ უნარებში, მრეწველობასა და სამუშაო ადგილებში ინვესტიციებთან ერთად, რათა ყველამ იგრძნოს გრძელვადიანი კეთილდღეობის ეფექტი. უაღრესად მნიშვნელოვანია ღია დისკუსიის შენარჩუნება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დიდი ბრიტანეთი დგას“,

– ნათქვამია რეტკლიფის განცხადებაში, რომელიც მისმა კუთვნილმა ქიმიურმა ჯგუფმა INEOS-მა გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები