არაუხო: ქრისტიანი ვარ და სულიერი კავშირის აღდგენა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო
„ბარსელონას“ მცველმა, რონალდ არაუხომ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა მას ქრისტიანული წმინდა ადგილების მონახულება ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გამკლავებაში.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში ურუგვაელმა ფეხბურთელმა ფსიქოლოგიური პრობლემების გამო რეაბილიტაციისთვის დრო ითხოვა. მან დაახლოებით ერთი თვე გამოტოვა და ამ პერიოდში იერუსალიმში ქრისტიანული წმინდა ადგილები მოინახულა.
– თქვენ გადაწყვიტეთ რამდენიმე დღით ისრაელში გემოგზაურათ. იყო ეს სულიერი რეტრიტი? რა მოგცათ ამ მოგზაურობამ?
„ეს იყო ძალიან პირადი მოგზაურობა. მე ქრისტიანი ვარ და ვიმყოფებოდი ადგილზე, რომელსაც ქრისტიანობისთვის უდიდესი ისტორია აქვს. მჭირდებოდა ეს სიმშვიდის, განმარტოებისა და მყუდროების დრო, რათა ხელახლა დავკავშირებოდი იმას, რისიც მწამს – იესოს. რათა ბევრი რამ გამეგო, რადგან უამრავი კითხვა მქონდა. სულიერი კავშირის აღდგენა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.
ეს ძალიან დამეხმარა: შევძელი სიმშვიდის პოვნა, ამან მომანიჭა უდიდესი სულიერი სიმშვიდე, მივიღე პასუხები, რომლებსაც ვეძებდი და ამან მომცა ძალა, პირისპირ შევხვედროდი იმას, რაც წინ მელოდა. ჩემთვის ეს საოცარი მოგზაურობა იყო“.
– განაცხადა არაუხომ.