პირლო: ზიდანთან თამაში ურთულესი იყო, თუმცა არც მისთვის იყო ჩემთან გამკლავება მარტივი
„მილანის“, „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ, ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ თამაშზე ისაუბრა.
- 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის პირველ ტაიმში ხშირად ჩადიოდი შენს მცველებთან შეტევის დასაწყებად და შენს წინააღმდეგ ზიდანი თამაშობდა. რამდენად უშლიდა ხელს მისი პრესინგი შემოქმედებით პროცესს?
„ზიდანს მოედანზე ხშირად ვხვდებოდი: მაშინაც, როცა ის იტალიაში, „იუვენტუსში“ თამაშობდა და მოგვიანებითაც, როდესაც „რეალში“ იყო. ჩვენი ნაკრებებიც ხშირად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ასე რომ, ეს ჩემთვის უცხო არ იყო. რა თქმა უნდა, ზიდანი მაშინ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ამიტომ მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან რთული გახლდათ. თუმცა, არც მას ჰქონდა ჩემთან იოლი საქმე“.
- რამდენად რთულია ზიდანის წინააღმდეგ თამაში, როდესაც ის ბურთს აკონტროლებს? რა უნდა გააკეთო ასეთ სიტუაციაში, კონტროლი რომ არ დაკარგოთ და სახე შეინარჩუნოთ?
„მთავარია, ნაჩქარევი მოძრაობა არ გააკეთო და არ „ეძგერო“. ეს ძნელია, მაგრამ მასთან ახლოს უნდა ითამაშო და მკვეთრი მოძრაობები არ დაუშვა, რადგან მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ცრუ მოძრაობის გაკეთება და მიმართულების შეცვლა. ის ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს. ყველაზე რთული მასთან ფიზიკური ბრძოლა იყო, რადგან ჩემზე მაღალი და ძლიერია. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ვცდილობდი მასთან ზედმეტად ახლოს არ მივსულიყავი. ნაცვლად ამისა, უნდა გამომეცნო, რის გაკეთებას აპირებდა“.
- განაცხადა პირლომ FONBET-თან ინტერვიუში.