ჰაპოელის მორიგი მარცხი - ალთუნაშვილი ძირითადში იყო
ისრაელის ჩემპიონატის მორიგ ტურში ჰაპოელმა მაკაბის უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.
ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ ქართველი გულშემატკივრები სანდრო ალთუნაშვილს სასტარტო თერთმეტეულში ელოდნენ.
საბოლოოდ ასეც მოხდა, ალთუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც მინდორზე 83 წუთი დაყო.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა და მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა მას 6.6 შეფასება დაუწერა.
ცნობისთვის, სანდრომ ჰაპოელის რიგებში უკვე მეორე მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი წინა ტურში კაირატ შმონას წინააღმდეგ შედგა.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელი ჰაპოელ ჰაიფას მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა. იქამდე კი იბერია 1999-ის ღირსებას იცავს.
სანდროს კარიერაში იბერია 1999-ის გარდა, დინამო ბათუმში და ვოლფსბერგერში უთამაშია.