ბარსელონა, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: “ჩვენი მოტივაცია ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მორიგ ტურში ბარსელონა პრაღის სლავიას ესტუმრება. მატჩის წინ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ფლიკი:

„ეს ჩემპიონთა ლიგაა და აქ მარტივი მეტოქე არ არსებობს. ყოველ მატჩში ზეწოლის ქვეშ ვართ. კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან სლავიას კარგი დაცვა ჰყავს, მაღალ პრესინგსაც კარგად თამაშობენ. მათ ამ მატჩისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდათ. დარჩენილი ორივე თამაშის მოგება და ექვსი ქულის აღება გვსურს.

ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ გავუმჯობესდეთ და ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ იგივე მიდგომით ვაგრძელებთ: ყველა თამაში უნდა მოვიგოთ და ვვარჯიშობთ გასაუმჯობესებლად. ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ. ჩვენ ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს.

ტერ შტეგენი? დღეს დილით მარკმა თქვა, რომ ჟირონაში მიდიოდა. ის კარგი მეკარეა, მაგრამ ჩვენი მომავლისთვის სხვა გადაწყვეტილება მივიღეთ. ვუსურვებ მას ყველაფერს საუკეთესოს, რადგან ის ფანტასტიკური მეკარეა. იმედი მაქვს, მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად ითამაშებს.

იმედი მაქვს, რაფინია ხვალ მზად იქნება. ჩვენი მთავარი მოტივაცია ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ანოეტაზე წაგების გამო იმედგაცრუებულები ვართ. საბოლოო ჯამში, ფეხბურთი თამაშია და ჩვენ ამ თამაშს ძალიან მაღალ დონეზე ვთამაშობთ.“

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა სლავიასთან მატჩს ცუდ ხასიათზე ხვდება. ლა ლიგის გასულ ტურში ჰანსი ფლიკის გუნდი სტუმრად სოსიედადთან დამარცხდა და რეალთან სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა. სლავიას და ბარსელონას დაპირისპირება 21 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები