მანჩესტერ იუნაიტედი, ბრუნო ფერნანდეში, რუბენ ამორიმი, მაიკლ კერიკი
Aa
Aa

რას აკეთებდა ამორიმი?! გათავისუფლებული ბრუნო გაერთიანებული აღორძინების გასაღებია

სიტყვები — „ეს ხომ კერიკია?! რთული დასაჯერებელია, რომ სქოულზი არ არის“ — შაბათს მანჩესტერ იუნაიტედსა და მანჩესტერ სიტის შორის გამართულ შთამბეჭდავ მატჩში (2:0) მთელი ოლდ ტრაფორდი ფეხზე იდგა. წითელი ეშმაკები უდიდესი ენთუზიაზმით უტევდნენ ქალაქის მთავარ მეტოქეს და ბადეს ხუთჯერ არხევდნენ.. ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ამ გუნდს ამდენი ხანი რუბენ ამორიმი წვრთნიდა და მსგავსი თამაში არასდროს უჩვენებია..

მაშინ, როცა ამორიმი მუდმივი კრიტიკის ქვეშ იყო კლუბის ყოფილი ფეხბურთელებისა და ექსპერტებისგან, კომენტატორებს მაიკლ კერიკის პირველი მატჩის შემდეგ მხოლოდ საქებარი სიტყვები ჰქონდათ..

არც ყოფილმა ფეხბურთელებმა დაიშურეს საქებარი სიტყვები. უეინ რუნი ბედნიერი იყო და თქვა, რომ „ძალიან გახარებულია ფეხბურთელების და გულშემატკივრების გამო.. იუნაიტედის ქომაგებს ასეთი ემოციები ბოლო წლებში აკლდათ..

გარი ნევილმა თქვა, რომ აღტაცების გამოვლინება საჭირო არ იყო, თუმცა თავად ძლივს იკავებდა თავს:

„აბსოლუტურად დაუჯერებელი დღეა. გოლები და შედეგი ყველაფერს ამარტივებს, მაგრამ ასეთი თამაში უბრალოდ აუცილებელი იყო. მაიკლ კერიკს დიდებულ ‘იუნაიტედში’ უთამაშია — მან იცის, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს კლუბი.“

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი „იუნაიტედის“ მოქმედი ფეხბურთელების რეაქცია იყო. მოთამაშეების, რომლებზეც კერიკმა შაბათს აშკარად მოახერხა გავლენა და რომლებთანაც იგი სეზონის დარჩენილ ნაწილში ითანამშრომლებს..

„დაუჯერებელია, დაუჯერებელია,“ — თქვა ლისანდრო მარტინესმა

„ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მაიკლ კერიკიმა თქვა, იყო — ‘გამოიყენეთ ხალხის ენერგია’. დღეს ეს გავაკეთეთ და როცა ასე ერთად ვართ, სახლში წაგება შეუძლებელია. დღეს ფეხბურთელების თვალებში სულ სხვა ენერგია იგრძნობოდა.“

სწორედ ასეთი განსხვავებული ენერგია სჭირდებოდა მანჩესტერ იუნაიტედს რუბენ ამორიმის ნეგატიური ციკლის შემდეგ..

მწვრთნელის სკანდალური განცხადებები გუნდის ხარისხზე და ინდივიდუალური შეტევები ფეხბურთელებზე. კერიკის ხელში კი „იუნაიტედმა“ ახალ დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი. ამაზე უკეთ დაწყება კი წარმოუდგენელია..

გამარჯვებული: მაიკლ კერიკი

პარასკევს კერიკს ჰკითხეს, ხომ არ დაკარგა „იუნაიტედმა“ სული, თუმცა მან ეს აზრი სწრაფად უარყო და თქვა, რომ კლუბში ჯერ კიდევ ბევრი მაგია დარჩა. ზუსტად ეს იყო ის, რაც გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს სჭირდებოდათ ამორიმის მუდმივი ქილიკის შემდეგ. დროებითმა მწვრთნელმა, ტრიბუნების უპირობო მხარდაჭერით, ამ მაგიის „გამოშვებაც“ მოახერხა.

კერიკს ფეხბურთელებთან სამუშაოდ მხოლოდ სამი დღე ჰქონდა კერინგტონში, მაგრამ მან შეძლო გუნდის ისე მოტივირება როგორც ეს ამორიმის დროს არ მომხდარა.. „იუნაიტედს“ ასეთი მშიერი პრესინგი ერიკ ტენ ჰაგის პირველი სეზონის შემდეგ არ უჩვენებია. ლიდერობის აღების შემდეგ, გუნდმა დაუნდობლად განაგრძო „სიტის“ დაცვაში ხვრელების პოვნა და მესამე გოლიც გაიტანა, თუმცა კვლავ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, როგორც წინა 2 შემთხვევაში..


ყოფილმა ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე თამამი გადაწყვეტილება მიიღო — და ყველა გამართლდა. მან კობი მაინუ ამორიმის დროინდელი „გადასახლებიდან“ დააბრუნა და გუნდი სეზონის უმეტეს ნაწილზე გაცილებით მოქნილად ათამაშა.

კერიკმა მოახერხა შემადგენლობაში ერთდროულად ჩაეტია ამად დიალო და ბრაიან მბეუმო, მაქსიმალურად გამოეყენებინა მათი შესაძლებლობები და ასევე პატრიკ დორგუ, რომელმაც შეტევის მარცხენა ფლანგზე გაიბრწყინა..

თუნდაც მატეუს კუნიას სათადარიგოზე დატოვებამ თითქოს ცეცხლი გაუღვივა ბრაზილიელს — მოედანზე გამოსვლის შემდეგ ის ელვასავით იყო და მეორე გოლი სწორედ მან გაატანინა დორგუს, მას შემდეგ რაც მბეუმომ ქალაქელებს პირველი გოლი გაუტანა..

„იუნაიტედი“ დიდხანს ელოდა ამორიმის გუნდის აფრენას, მაგრამ 14 თვის შემდეგ დანებდა — მწვრთნელის ჯიუტი ხასიათისა და სუსტი შედეგების გამო ცვლილება გარდაუვალი გახდა. კერიკს კი მხოლოდ ერთი მატჩი დასჭირდა, რომ გუნდიდან რეაქცია მიეღო.

ეს სრულიად განსხვავებული ფეხბურთი იყო — ერთის მხრივ უფრო კონსერვატიული, რადგან „იუნაიტედს“ მხოლოდ 32%-იანი ბურთის ფლობა ჰქონდა და მოთმინებით ელოდა კონტრშეტევის მომენტს, მაგრამ ამავე დროს ეს იყო აგრესიული სტილი: მიზანმიმართული პრესინგი და შეტევა ზუსტად მაშინ, როცა შანსი ჩნდებოდა. ეს ის სწრაფი, ემოციური ფეხბურთია, რითიც „იუნაიტედის“ გულშემატკივრები იკვებებიან. ამ ყველაფერს კი ამორიმის დროს იშვიათად ხედავდნენ..

შეიძლება ითქვას, რომ ამორიმს გაუმართლა — ერთ პერიოდში ამადი და მბეუმო ერთი თვით დაკარგა, ხოლო ბრუნო ფერნანდეში სამი მატჩით. თუმცა სეზონის პირველი ოთხი თვე ისინი ხელმისაწვდომი ჰყავდა და ერთადერთი წარმატებული მონაკვეთი ოქტომბერში იყო — ზედიზედ სამი გამარჯვება „სანდერლენდთან“, „ლივერპულთან“ და „ბრაიტონთან“.

იმის დანახვა, თუ როგორ აყვავდა ფერნანდეში უფრო შემტევ როლში და როგორ იყო ამადი ეფექტური ფართო ფორვარდად (და არა ვინგ-ბექად), კიდევ უფრო შეზღუდულად აჩენს ამორიმის სისტემას და ცხადყოფს, რატომ მოიქცა კლუბის ხელმძღვანელობა საბოლოოდ სწორად, როცა მასთან განშორება გადაწყვიტა.

გამარჯვებული: ბრუნო ფერნანდეში

ეს იყო ის ფერნანდეში, რომლის ხილვასაც „იუნაიტედის“ გულშემატკივრები ითხოვდნენ — არა 2-კაციან ნახევარდაცვაში ჩასმული და თამაშის სიღრმიდან მაკონტროლებელი, არამედ თავისუფლად გაშვებული კაპიტანი. სწორედ ასეთმა ფერნანდეშმა წარმართა გუნდი „სიტის“ წინააღმდეგ საშინაო დერბიში, პირველ გამარჯვებამდე 2023 წლის იანვრის შემდეგ..

ფერნანდეში იყო „იუნაიტედის“ შეტევის ტვინი. ყველა საუკეთესო კომბინაცია მისი გავლით ვითარდებოდა. მან მონაწილეობა მიიღო პირველ ორ გაუქმებულ გოლშიც: ერთ ეპიზოდში ამადს გააყოლა ბურთი, მეორეში კი თავად აღმოჩნდა მილიმეტრებით თამაშგარე მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ გოლები არ ჩაითვალა, ამ გოლებმა გუნდს რწმენა მისცა, რომ „სიტის“ დამარცხება შესაძლებელი იყო.

და როცა ანგარიში საბოლოოდ გაიხსნა, ბუნებრივია, ფერნანდეში ეპიცენტრში აღმოჩნდა: მბეუმოსგან ბურთის მიღების შემდეგ ის მთელი სისწრაფით წავიდა წინ, არჩევანი გააკეთა და პასი ზუსტად მიაწოდა კამერუნელ პარტნიორს — სწორი გადაწყვეტილება..

კერიკი კაპიტანს განსაკუთრებულად მადლიერი დარჩა:

„ვფიქრობ, ის ფანტასტიკური იყო. საოცრად ჭკვიანურად იკავებს სივრცეებს. დაცვაში დისციპლინირებულადაც იმუშავა, რათა გუნდი ცენტრიდან მაქსიმალურად დაეცვა. მხოლოდ შეტევა და პოზიტივი არ იყო — ბრუნოს უზარმაზარი ხარისხი აქვს. ამ პოზიციაზე ადაპტირებაც შეუძლია და დიდ საფრთხეს ქმნის. მან შექმნა განსხვავება.“

ახლა იუნაიტედის გულშემატკივრების გულსა და გონებაში იმედი გაჩნდა.. იმედი, რომ ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, რაღაც სწორად გაკეთდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთი მატჩით ვერაფერი შეფასდება.

დასაწყისი კარგია, მაგრამ მთავარი გაგრძელებაა.. „იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის მორიგ ტურში არსენალს ესტუმრება და იქაც ძალიან ბევრი რამ გამოჩნდება.. აღნიშნული დაპირისპირება 25 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატირებული მამა, შიმშილი და თავგანწირვა - ენდრიკის მძიმე ბავშვობა
ატირებული მამა, შიმშილი და თავგანწირვა - ენდრიკის მძიმე ბავშვობა