ვილიარეალი, ბეტისი, გიორგი მიქაუტა
Aa
Aa

ჟორჟი გოლთან ახლოს იყო - ვილიარეალი ბეტისთან დამარცხდა

ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ბეტისს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 0:2 დამარცხდა. გულშემატკივრებმა საკმაოდ სახალისო დაპირისპირება იხილეს.

მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა და უხეშობაც მრავლად იყო. მეორე ტაიმში კომესანია გააძევეს და რეალთან ვერ ითამაშებს.

გიორგი მიქაუტაძემ მინდორზე 90 წუთი გაატარა და გოლის გატანასთან საკმაოდ ახლოს იყო. სამწუხაროდ, ქართველმა თავდამსხმელმა საკმაოდ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა გოლი.

მეორე ნახევარში ჟორჟი საგოლე პასთანაც ახლოს იყო, თუმცა თანაგუნდელის დარტყმა დაბლოკეს. ბეტისის მხრიდან გოლები რუიბალმა და ფორნალსმა გაიტანეს.

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, ვილიარეალს 41 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ყვითელი წყალქვეშა ნავი მადრიდის რეალს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 24 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები