მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, მაიკლ კერიკი
Aa
Aa

“ამას ვერაფერი შეედრება“ - კერიკი სიტის დამარცხების შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მანჩესტერული დერბი გაიმარტა, რომელიც იუნაიტედმა 2:0 მოიგო. მაიკლ კერიკს კი ზღაპრული დებიუტი გამოუვიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, წითელი ეშმაკების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

კერიკი:

„დიახ, ეს შესანიშნავი დასაწყისია. ამას ვერაფერი შეედრება. სიმართლე გითხრათ, თამაშის წინ სხვა მწვრთნელებს ვესაუბრე და მათ ვუთხარი, რომ ჩემი ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან. მომზადებით კმაყოფილი ვიყავი. ემოციური მომზადებაც დიდებული გვქონდა.

მანჩესტერ სიტი წარმოუდგენელი გუნდია. მათ როტაცია და ნებისმიერი რამის შეცვლა შეუძლიათ. ასეთი გუნდის წინააღმდეგ ყოველთვის რამდენიმე გეგმა უნდა გქონდეს. არასდროს იცი, როგორ განვითარდება თამაში. დღეს ჩემი ფეხბურთელები ფანტასტიკურები იყვნენ.

ბრუნოს პოზიცია? ის ხშირად იქნება ათიანის პოზიციაზე, რადგან სივრცეებს ჭკვიანურად ითვისებს. მას დიდი ხარისხი აქვს და ადაპტირება ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია. სხვა გუნდებისთვის ნამდვილი საფრთხეა.“

ამ გამარჯვების შემდეგ, კერიკის გუნდს 35 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზე აღზევდა, თუმცა კონკურენტებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და შესაძლოა იუნაიტედი მე-6 პოზიციაზე აღმოჩნდეს.

ეს შედეგი ყველაზე მეტად ხელს არსენალს აძლევდა, რომელიც ქალაქელებს აქამდე 6 ქულით უსწრებდა და ახლა შესანიშნავი შანსი აქვს, რომ 9 ქულით გაასწროს, თუ მიმდინარე ტურის მატჩს ნოტინგემის წინააღმდეგ მოიგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა“ - არბელოა ლევანტეს დამარცხების შემდეგ
“ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა“ - არბელოა ლევანტეს დამარცხების შემდეგ