გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

კვერნაძემ ასისტი მიითვალა - ფროზინონე მონცას დაუზავდა

სერია ბ-ს მე-20 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „მონცას“ ესტუმრა - მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. ქართველი შემტევი სტუმრების ძირითად შემადგენლობაში იყო და უკვე მეოთხე წუთზე მისი საგოლე პასის შემდეგ ფარეს ღეჯემისმა ანგარიში გახსნა.

23-ე წუთზე ჰერნანიმ წონასწორობა აღადგინა და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. 73-ე წუთზე ანდრეა პეტანიამ „მონცა“ დააწინაურა, სამ წუთში კი „ფროზინონეს“ ნახევარმცველმა, ბენ კონემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. თუმცა მიუხედავად ამისა „ფროზინონემ“ ხასიათი აჩვენა და ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო - 88-ე წუთზე თავი ილარიო მონტერიზიმ გამოიჩინა.

კვერნაძემ მოედანზე 66 წუთი გაატარა, Sofascore-ისგან 6.7-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 ასისტი, 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 2 საკვანძო პასი, 16-დან 13 ზუსტი პასი (81%), 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 1 დაბლოკილი დარტყმა, 36 შეხება ბურთთან, 4 წარუმატებელი დრიბლინგი და 10-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა. კვერნაძემ ათჯერ დაკარგა ბურთი, ერთხელ დაჯარიმდა და მეტოქეს ორჯერ დაარღვევინა წესები.

ქართველი შემტევის ანგარიშზე სერია ბ-ს მიმდინარე გათამაშებაში 2 გოლი და 2 საგოლე პასია. კიდევ ერთი გოლით კვერნაძემ თავი იტალიის თასზე გამოიჩინა.

20 ტურის შემდეგ „ფროზინონეს“ 42 ქულა აქვს და სერია ბ-ში ლიდერობას ინარჩუნებს. „ვენეცია“ 41 ქულით მეორე ადგილზეა, მესამეზე კი „მონცა“ - 38 ქულით. მომდევნო მატჩს კვერნაძის გუნდი 24 იანვარს საკუთარ კედლებში „რეჯანას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის 90 წუთი - უოტფორდი კონკურენტთან დამარცხდა
ჩაკვეტაძის 90 წუთი - უოტფორდი კონკურენტთან დამარცხდა