ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

L’Équipe: საფრანგეთის ნაკრებში ზიდანის სამწვრთნელო გუნდს უკვე ადგენენ

საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ზიდანის დანიშვნისთვის ემზადებიან.

საფრანგეთის ნაკრებში უკვე დაიწყეს მზადება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დიდიე დეშამთან გამოსამშვიდობებლად და მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის წარსადგენად. ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Équipe ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში ირწმუნებოდნენ, რომ ახალ მწვრთნელს ტურნირის დასრულების შემდეგ შეარჩევდნენ, ზიდანის დანიშვნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“.

- იუწყება L’Équipe.

ამ ეტაპზე, კერძოდ, განიხილება ის, თუ ვინ შევა ზინედინის სამწვრთნელო შტაბში ეროვნულ ნაკრებში.

ზიზუ უკვე წლებია ამ პოსტის დაკავებას ცდილობს და უარი საკმაოდ ბევრ შეთავაზება თქვა. ასევე განიხილებოდა მისი „რეალში“ მესამედ დაბრუნება, თუნდაც დროებით ზაფხულამდე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გამორიცხულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები