კილიან მბაპე, ტიბო კურტუა
Aa
Aa

რეალის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა: ფეხბურთელების უმრავლესობა საკუთარ დონეს ვერ აჩვენებს

„რეალში“ ფეხბურთელების სათამაშო ფორმით შეშფოთებულები არიან.

გუშინ მადრიდული კლუბი ესპანეთის თასს გამოეთიშა, მას შემდეგ რაც ტურნირის 1/8 ფინალში „ალბასეტესთან“ ანგარიშით 2:3 დამარცხდა. ეს იყო „ბლანკოსის“ პირველი მატჩი ჩაბი ალონსოს წასვლისა და ალვარო არბელოას დანიშვნის შემდეგ.

COPE-ს ჟურნალისტის, არანჩა როდრიგესის ინფორმაციით, „რეალში“ მიიჩნიეს, რომ კლუბს „მიმართულების შეცვლა“ სჭირდებოდა – სწორედ ამიტომ მიიღეს ალონსოსთან დამშვიდობების გადაწყვეტილება.

რაც შეეხება არბელოას, მისი მუშაობა მომდევნო მატჩების მიხედვით შეფასდება, რადგან „ალბასეტესთან“ შეხვედრის მომენტისთვის ის გუნდს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ამასთანავე, კლუბში თვლიან, რომ ფეხბურთელების უმრავლესობა საკუთარ შესაძლებლობებზე ბევრად სუსტად თამაშობს. ეს პრეტენზია არ ეხებათ მეკარე ტიბო კურტუასა და თავდამსხმელ კილიან მბაპეს.

ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ შედეგები გამოსწორდება, როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება. „რეალში“ სჯერათ, რომ გუნდს კვლავ შეუძლია ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებისთვის ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ მარცხის ფონზე, მადრიდის „რეალმა“ თანამდებობიდან გაათავისუფლა ჩაბი ალონსო, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასული წლის მაისში დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას შემდეგ საუკეთესოა“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე და მაკტომინეიზე
„კვარაცხელიას შემდეგ საუკეთესოა“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე და მაკტომინეიზე