ფლორენტინო პერესი, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი: პერესს ფეხბურთის განადგურება სურს

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ამბობს, რომ ფლორენტინო პერესს ფეხბურთის განადგურება სურს.

ტებასმა ფლორენტინო პერესთან არსებული უთანხმოების მიზეზები განმარტა:

„პირადული არაფერია. ჩემთვის უფრო კომფორტული მასთან ურთიერთობის დალაგება იქნებოდა. მე იმიტომ არ ავურჩევივარ, რომ ყველასთვის მოსახერხებელი პირი ვიყო, არამედ იმისთვის, რომ ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ.

მას, თავის თანამოაზრეებთან ერთად ფეხბურთის განადგურება სურს და ჩვენ განზრახული გვაქვს ეს პრობლემა გადავჭრათ“,

- განაცხადა ტებასმა.

ტებასი სუპერლიგის პროექტს გულისხმობს, რომლის მთავარი ინიციატორიც პერესია. ტებასი მიიჩნევს, რომ ეს პროექტი ეროვნულ ჩემპიონატებს და მცირე კლუბებს დაღუპავს.

ლა ლიგის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ, პერესი „ბარსელონას“ მიმართ განზრახ ქმედებებში დაადანაშაულა. საუბარია ნეგრეირას საქმეზე.

„რა დამთხვევაა: როგორც კი „ბარსელონამ“ სუპერლიგა დატოვა, „რეალის“ მხრიდან მძაფრი იურიდიული შეტევები მაშინვე განახლდა. ფლორენტინო პერესი „ნეგრეირას საქმის“ პერიოდში ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) მმართველობის წევრი იყო, მაგრამ მაშინ პროტესტი არ გამოუთქვამს. ამას „შანტაჟი“ ჰქვია: სანამ ჩემს მხარეს ხარ, იმას, რაც შენზე ვიცი, არ ვამჟღავნებ, მაგრამ შემიძლია მოგვიანებით მოვყვე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები