პრედრაგ მიატოვიჩი
Aa
Aa

მიატოვიჩი: რეალს ლიდერი არ ჰყავს, რომელიც გასახდელში სიტუაციას შეცვლის

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მოთამაშემ და დირექტორმა პრედრაგ მიატოვიჩმა, „შამეფო კლუბის“ ბოლო ორი კოშმარული მატჩი შაფასა.

„ამ წლის ბევრ მატჩზე დაყრდნობით ჩანს, რომ მოთამაშეებმა ვერ შეძლეს ალონსოს მეთოდებისა და იმ მოთხოვნების გაგება, რასაც ის მათგან ითხოვდა. ვფიქრობ, საქმე სწორედ ამაშია.

ბევრ შეხვედრაში, როდესაც ჩაბი ცვლილებებს აკეთებდა, ფეხბურთელების რეაქცია საკმაოდ უცნაური იყო. თითქოს ამბობდნენ: „ეს რა არის?“ სუპერთასის ფინალში მან თამაშის გასაუმჯობესებლად ცვლილებები შეიტანა. შევამჩნიე, რომ რაღაც მომენტში ფეხბურთელები ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს საკუთარ თავს ეკითხებოდნენ: „ახლა რა უნდა გავაკეთოთ?“

ვფიქრობ, მოთამაშეებმა ბოლომდე ვერ გაიგეს ჩაბი ალონსოსი, თუმცა არ მინდა ვთქვა, რომ ეს მათი ბრალია, სულაც არა. თავიდანვე გუნდმა ვერ შეძლო მწვრთნელთან, ან მინიმუმ მის მოთხოვნებთან, ნამდვილი კონტაქტის დამყარება.

სამ დღეში რეალმა ორი ტიტული და მწვრთნელი დაკარგა. ეს მატჩი (ალბასეტესთან) შედგა დაუძინებელ მეტოქესთან სუპერთასზე მარცხის შემდეგ; მოხდა მწვრთნელის ცვლილება, ფეხბურთელებმა კი იფიქრეს, რომ სუსტ გუნდთან ყველაფერი შერჩებოდათ - და აი, რა მოხდა.

ასეთ ვითარებაში სიტუაციის გამოსწორება შეუძლია არა მწვრთნელს ან პრეზიდენტს, არამედ თავად მოთამაშეებს. ამის გამოსწორების სხვა გზა არ არსებობს. უფრო მშვიდად ვიქნებოდი, გასახდელში რომ იყვნენ კროოსი, მოდრიჩი, რამოსი - ლიდერები, „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლები, რომლებიც შეკრებდნენ ახალგაზრდა მოთამაშეებს და სიტუაციის შეცვლას ეცდებოდნენ.

ახლა ამ გუნდს არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, მიუხედავად ჩაბი ალონსოს თუ არბელოას აზრისა. თუ რეალი ასეთ ლიდერს ვერ იპოვის, მათ სერიოზული პრობლემები ექნებათ“,

- განაცხადა პრედრაგ მიატოვიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები