„პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“ - არბელოა ალბასეტესთან მარცხის შემდეგ
მადრიდის „რეალის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ესპანეთის თასიდან „ალბასეტესთან“ (2:3) გამოვარდნა შეაფასა და პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო.
„ამ კლუბში ფრეც კი ცუდი შედეგია, ტრაგედიაა, და წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ასეთი მარცხი. მით უმეტეს, ქვედა ლიგის გუნდთან.
თუ ვინმეა პასუხისმგებელი, ეს მე ვარ, რადგან სწორედ მე შევარჩიე შემადგენლობა, თამაშის სტილი და ცვლილებები. შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს იმისთვის, თუ როგორ მიმიღეს, და დავეხმარო მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ აღდგენაში.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს შესაფერისი შემადგენლობა იყო. ძალიან ნიჭიერი გუნდი მყავს, მაგრამ ფეხბურთელებისთვის ადვილი არ არის იმის კეთება, რასაც მე ვთხოვ, დანიშვნიდან მეორე დღესვე. ვგრძნობ, რომ საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა მე მეკისრება“,
- განაცხადა არბელოამ.
აქვე გეტყვით, რომ „ალბასეტე“ ამჟამად ლა ლიგა 2-ში მე-17 ადგილზე იმყოფება. მათ „რეალის“ დამარცხება ისტორიაში პირველად შეძლეს.