ფლიკი: სეზონის პირველი ტიტული მოვიგეთ, ახლა დანარჩენზე უნდა ვიფიქროთ
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, „რეალთან“ ფინალზე და თავისი გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
„როდესაც კარში ჟოან გარსია დგას, კმაყოფილი და მშვიდი ვარ. ჩვენ შევძელით სიტუაციისთვის თავის კარგად გართმევა. ფინალში ორივე მხრიდან ძალიან ხარისხიანი თამაში ვიხილეთ. მათ წინააღმდეგ უმცირესობაში თამაში სულაც არ არის მარტივი და ძალიან გვიხარია, რომ მესამე გოლი ვერ გაგვიტანეს. გვყავს მეკარე, რომელმაც თავის ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი. მოვიგეთ 3:2 და ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მოედანზე ვნახე.
ასეთი მომენტებით სიამოვნება უნდა მიიღო, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები. ბარსელონაში ხალხი ძალიან კეთილგანწყობილია ჩემ მიმართ და მომწონს ამის შეგრძნება. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ყოველდღიურად ასე თავდაუზოგავად. მოვიგეთ სეზონის პირველი ტიტული, რისთვისაც ბევრი ვიშრომეთ, ახლა კი შემდეგზე უნდა ვიფიქროთ. ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს გუნდთან (რასინგთან), რომელმაც ვილიარეალი (ლა ლიგის მესამეადგილოსანი) დაამარცხა. როდესაც ბარსელონას მოთამაშე ხარ, მოედანზე ძალების მაქსიმუმი უნდა გაიღო“,
- განაცხადა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს „ბარსელონა“ ესპანეთის თასის 1/8 ფინალში „რასინგს“ დაუპირისპირდება, რომლის ღირსებას უკვე გიორგი გულიაშვილი იცავს და სამატჩო განაცხადშიც იმყოფება. მატჩი თბილისის დროით 23:55-ზე დაიწყება.