ფლორენტინო პერესი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

„ეს იუდას ამბორი იყო, პერესმა 10 საათში ზურგში დანა ჩაარტყა...“

ცნობილი ესპანელი კომენტატორი მანოლო ლამა, რომელიც ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა, „რეალიდან“ ჩაბი ალონსოს წასვლას გამოეხმაურა.

დღეს „რეალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მთავარ მწვრთნელთან თანამშრომლობას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე წყვეტენ.

მატჩის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიის დროს მადრიდელთა პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ალონსოსთან თბილი კონტაქტი დაამყარა, მას გადაეხვია და რამდენიმე სიტყვაც გაცვალეს. ლამა ამას „იუდას ამბორს“ უწოდებს.

„ფლორენტინო პერესისა და ჩაბი ალონსოს იმ ჩახუტების გათვალისწინებით, რაც გუშინ ვნახე, ეს აშკარად „იუდას ამბორი“ იყო. რატომ? იმიტომ, რომ დამეთანხმეთ, 10 საათის შემდეგ მან მას ზურგში დანა ჩაარტყა.

ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: ფლორენტინომ ჩაბი ალონსოსთან კონტრაქტი სამი სეზონით გააფორმა. აქ მხარეებს შორის არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, ეს არის გათავისუფლება. უბრალოდ, შემდეგ ამას მალავენ და ორმხრივ შეთანხმებად ასაღებენ, სულ ეს არის.

დარწმუნებული ვარ, ჩაბი ალონსო კომპენსაციის სახით მაქსიმუმ ერთი წლის ხელფასს მიიღებს. ასევე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ფლორენტინო პერესი მის გათავისუფლებაზე დიდი ხანია ჭორაობდა - იმაზე ადრეც კი, ვიდრე „ბარსელონასთან“ დამარცხდებოდნენ ან „ატლეტიკოს“ მოუგებდნენ“,

- განაცხადა მანოლო ლამამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები