რომანომ დაადასტურა - მბაპე ბარსელონასთან ითამაშებს
დღეს ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს ბარსელონა და რეალი დაუპირისპირდებიან.
როგორც მოგეხსენებათ, ტრავმის გამო კილიან მბაპემ ატლეტიკოსთან მატჩი გამოტოვა და იყო საშიშროება, რომ ვერც ფინალში ითამაშებდა.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ თუ ფრანგი სუპერვარსკვლავი ბოლომდე არ გამოჯანმრთელდებოდა, მისი ჯანმრთელობით არ გარისკავდა.
ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ მადრიდის რეალის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ამბავი გააჟღერა.
მისი თქმით, მბაპემ მატჩისწინა ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა და ბარსელონასთან სათამაშოდ მზად არის.
შეგახსენებთ, რომ კილიანმა კარიერაში ბარსელონას წინააღმდეგ 9-ჯერ ითამაშა და 12 გოლი გაიტანა. მომავალი ელ კლასიკო დღეს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.