გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

სასტარტოში ადგილი დაკარგა | გოჩოლეიშვილის ჰამბურგი ფრაიბურგთან დამარცხდა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში „ფრაიბურგმა’’ შინ „ჰამბურგი’’ 2:1 დაამარცხა. „ჰამბურგის’’ სათადარიგოთა სკამზე გიორგი გოჩოლეიშვილი იჯდა, 78-ე წუთზე თამაშში ჩაერთო და მინდორზე საერთო ჯამში 23 წუთი გაატარა, მსაჯმა თამაშს 11 წუთი დაამატა.

სამწუხაროდ, ქართველმა „ვინგბექმა’’ „ჰამბურგის’’ სასტარტო 11-ში ადგილი დაკარგა, ბოლო ხუთი მატჩიდან სასტარტოში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, ოთხ შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა.

გოჩოლეიშვილმა, რომელიც „შახტარის’’ საკუთრებაა და „ჰამბურგში’’ ერთწლიანი იჯარით თამაშობს, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა (8 სასტარტოში).

მეორე მხრივ უნდა ითქვას, რომ როცა ჯანმრთელია და დისკვალიფიცირებული არაა, ყოველთვის თამაშობს. ბუნდესლიგაში 16 ტური გაიმართა და ქართველმა სამი მატჩი გამოტოვა, 1 დისკვალიფიკაციის, 2 ტრავმის გამო, სხვა ყველა შეხვედრაში სასტარტოში ან ცვლილებაზე ითამაშა.

16 ტურში „ჰამბურგმა’’ 16 ქულა დააგროვა (4 მოგება, 4 ფრე, 8 მარცხი), 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა, თუმცა თუ მიმდინარე ტურში კონკურენტები მოიგებენ, შესაძლოა მე-14 ან მე-15 პოზიციაზე აღმოჩნდეს. მე-17 ტურში, 13 იანვარს „ჰამბურგი’’ „ლევერკუზენს’’ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილი ესპანეთში ითამაშებს | მისი ახალი კლუბი ცნობილია
გულიაშვილი ესპანეთში ითამაშებს | მისი ახალი კლუბი ცნობილია