მე-6 ტიტული პსჟ-სთან ერთად? კვარაცხელია გუნდს ქუვეითში გაჰყვა
საფრანგეთის სუპერ თასის ფინალში პსჟ „მარსელს’’ დაუპირისპირდება. მატჩი ქუვეითში 8 იანვარს გაიმართება, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ლუის ენრიკეს გუნდს ქუვეითში ხვიჩა კვარაცხელია გაჰყვა, ესპანელმა სპეციალისტმა 20კაციან განაცხადში შეიყვანა. ქართველმა გარემარბმა მცირე დაზიანების გამო ლიგა 1-ის გასულ ტურში ვერ ითამაშა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა არ უთამაშია.
2025 წლის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან’’ პსჟ-ში გადავიდა. მას შემდეგ ქართველმა ვარსკვლავმა ხუთი საკლუბო ტურნირი მოიგო: ლიგა 1, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს სუპერ თასი, FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასი. ასე რომ, თუ პსჟ „მარსელს'' დაამარცხებს, ხვიჩა პარიზულ კარიერაში მე-6 საკლუბო ტურნირში გაიმარჯვებს.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ყველა ტურნირის ჩათვლით ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში 53 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია რომ მან გოლი ჯერ ჩეპიონთა ლიგის, ხოლო შემდეგ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში შეაგდო.