ჯეიმი კარაგერი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

კარაგერი: ფერგის შემდგომ ეპოქაში ამორიმი ყველაზე ცუდი მწვრთნელია

„ლივერპულის“ ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ რუბენ ამორიმი ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე ცუდი მწვრთნელი იყო, ვისაც კლუბში ფერგის შემდგომ ეპოქაში უმუშავია.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ პორტუგალიელი სპეციალისტი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

„ამორიმი, სავარაუდოდ, ამ მწვრთნელების სიის ყველაზე ბოლოშია. ამაზე უარესი პერიოდი ვერ იქნება. ჩვენ ვაკრიტიკებდით სხვა მწვრთნელებს, რადგან ისინი ვერ იგებდნენ ჩემპიონატს ან, შესაძლოა, უბრალოდ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ გასულ სეზონში ამ გუნდმა მე-15 ადგილი დაიკავა. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მასშტაბის კლუბში, იმ თანხებით, რასაც ისინი ყოველწლიურად ხარჯავენ და იმ მოთამაშეებით, ვინც გუნდში მოჰყავთ.

ხშირად ვუყურებდით სიტუაციას და ვაკრიტიკებდით მწვრთნელებს, კერძოდ ტენ ჰაგს, მაგრამ მისთვის ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი გუნდმა მერვე ადგილზე დაასრულა სეზონი. ეს აჩვენებს, რამდენად ცუდად იყო საქმე გასულ სეზონში.

ვიცი, რომ ახლა ისინი მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან, მაგრამ ამ სეზონის არც ერთ ეტაპზე ისინი დამაჯერებლები არ ყოფილან“,

– განაცხადა კარაგერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები