სელტიკმა მწვრთნელი დანიშვნიდან 1 თვეში გაათავისუფლა
„სელტიკმა“ ვილფრიდ ნენსისთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
ფრანგი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტს 4 დეკემბრიდან იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით, გლაზგოურმა გუნდმა 8 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 2 გამარჯვება მოიპოვა და 6 მარცხი განიცადა.
შეგახსენებთ, რომ „სელტიკი“, რომელიც 3 იანვარს „რეინჯერსთან“ დამარცხდა (1:3), შოტლანდიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს. გუნდს 20 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვს და ლიდერ „ჰართსს“ 6 ქულით ჩამორჩება.