ოლივერ გლასნერი, რუბენ ამორიმი, ენცო მარესკა
Aa
Aa

ვინ განიხილება ამორიმის შემცვლელად - ბრიტანული მედია რამდენიმე კანდიდატზე წერს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლივერ გლასნერს განიხილავს.

Independent-ის ინფორმაციით, კლუბი მას ხედავს მთავარ კანდიდატად თანამდებობიდან გათავისუფლებული რუბენ ამორიმის შესაცვლელად. გლასნერი ამჟამად „კრისტალ პალასს“ უდგას სათავეში და შესაძლოა მანკუნიანელთა ახალი მწვრთნელი გახდეს.

გლასნერის გარდა, თანამდებობის პრეტენდენტთა შორის ასევე არიან „იფსვიჩის“ მთავარი მწვრთნელი კირან მაკკენა და ენცო მარესკა, რომელიც მანამდე „ჩელსიდან“ გაათავისუფლეს.

ასევე არ გამოირიცხება იულიან ნაგელსმანის დანიშვნის შესაძლებლობა, რომელიც ამჟამად გერმანიის ნაკრებს ხელმძღვანელობს.

თავის მხრივ, როგოც BBC Sport-ი წერს, „წითელი ეშმაკები“ იმედოვნებენ, რომ ამ სეზონის დასრულებამდე დროებით მწვრთნელს დანიშნავენ.

აღინიშნება, რომ ასეთ შემთხვევაში ეს არ იქნება დარენ ფლეთჩერი, რომელიც ამორიმის გაშვების შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

ცნობისთვის, 20 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. ამორიმის წასვლას წინ უძღოდა მის მიერ „ლიდსთან“ მატჩის შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომლებშიც ჩანდა, რომ მას კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ სხვა ამ საქმეს უკეთ გააკეთებს, პრობლემა არ მაქვს“ - ქეცბაიას გუნდის მძიმე მარცხი
„თუ სხვა ამ საქმეს უკეთ გააკეთებს, პრობლემა არ მაქვს“ - ქეცბაიას გუნდის მძიმე მარცხი