იური ტაბატაძე
Aa
Aa

„ბედნიერი ვარ, იმედია შემდეგში როცა გავიტან, მოვიგებთ“ | ტაბატაძის კომენტარი

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-20 ტურში იური ტაბატაძის „კადისი“ სტუმრად „დეპორტივოს“ შეხვდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და „კადისს“ ქულა ქართველმა ფეხბურთელმა გადაურჩინა, რომელიც მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა და 85-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი შეაგდო.

„ბედნიერი ვარ, რომ გუნდს ქულის აღებაში დავეხმარე. მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან „დეპორტივო“ სატურნირო ცხრილში ჩვენთან ახლოსაა. ოდნავ არ გაგვიმართლა და ორივე ბურთი რიკოშეტის შემდეგ გაგვივიდა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მოგების შანსიც გვქონდა, მაგრამ იღბალი დაგვაკლდა.

რთული შეხვედრა იყო. „დეპორტივოს“ შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ძლიერი ინდივიდუალური ფეხბურთელებით. მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი ნამდვილად არ იყო და ქულა ავიღეთ, რაც პოზიტიური დასასრულია. ახლა მომავალზე და მომდევნო მატჩებზე ვფიქრობთ.

ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქულის აღებაა. იმედი მაქვს, მომდევნო ჯერზე, როდესაც გოლს გავიტან, ჩემი გუნდი მოიგებს. როგორც აღვნიშნე, დღეს არ გაგვიმართლა, მაგრამ მომდევნო მატჩებს თავდაჯერებულნი ვხვდებით“, — განაცხადა ტაბატაძემ მატჩის შემდეგ.

ცნობისთვის, 20 ტურის შემდეგ „კადისს“ 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდის მომდევნო მეტოქე „ხიხონიაა“, რომელსაც 9 იანვარს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შარშან ვთქვი, რომ ზიანი არ მოვიტანოთ-მეთქი და კვარაცხელია გაუშვეს...“ - კონტე სატრანსფერო ფანჯარაზე
„შარშან ვთქვი, რომ ზიანი არ მოვიტანოთ-მეთქი და კვარაცხელია გაუშვეს...“ - კონტე სატრანსფერო ფანჯარაზე