ვიტინია
Aa
Aa

„პარი სენ-ჟერმენში შეუცვლელი არავინაა“ | ვიტინიას ინტერვიუ Marca-სთან

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ვიტინიამ Marca-ს ინტერვიუ მისცა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა საკუთარი გუნდის წარმატების საიდუმლოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პსჟ-ში შეუცვლელი არავინაა.

— რა არის გუნდის წარმატების საიდუმლო? რატომ რჩება შთაბეჭდილება, რომ გუნდურობის მხრივ სხვებზე მაღლა ხართ?

„იმიტომ, რომ ზუსტად ასეა. ჩვენთვის პირველ ადგილზე გუნდი დგას და ინდივიდუალური აღიარება მხოლოდ ამის შემდეგ მოდის. გუნდისთვის ვთამაშობ და ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც, ჩემი აზრით, გუნდისთვის საუკეთესოა და მატჩებისა და ტიტულების მოგებაში დაეხმარება.“

— პარი სენ-ჟერმენი იდეალურ მანქანას ჰგავს, მაგრამ ვიტინია არის ფეხბურთელი, ვინც მის ძრავას ენერგიას აძლევს. არის ვინმე ლუის ენრიკეს სისტემაში შენნაირად შეუცვლელი?

„პარი სენ-ჟერმენში შეუცვლელი არავინაა. როგორც უკვე ვთქვი, ერთი გუნდი ვართ და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. ახლაც ვაჩვენებთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ და სერიოზული დანაკლისის მიუხედავად, კონკურენტუნარიანობას ვინარჩუნებთ. ვიტყოდი, რომ პარი სენ-ჟერმენისთვის ან ყველა ფეხბურთელია შეუცვლელი, ან — არც ერთი.“

გეტყვით იმასაც, რომ ვიტინიამ საკუთარი საფეხბურთო კერპები დაასახელა და ანდრეს ინიესტა და ლუკა მოდრიჩი გამოარჩია. პორტუგალიელის თქმით, ყველაზე მეტი შთაგონება სწორედ მათგან მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილი ბითაძის წინააღმდეგ | ორლანდო 21 ქულით იგებდა, მაგრამ წააგო
მამუკელაშვილი ბითაძის წინააღმდეგ | ორლანდო 21 ქულით იგებდა, მაგრამ წააგო