ნიცა, ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

„გამარჯვება შეგვეძლო. დავამტკიცეთ, რომ ლიგა 1-ის დონეზე ვართ“ - ზურიკო ნიცასთან მატჩის შემდეგ

საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „ნიცას“ დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმართა შემადგენლობიდან გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა, რომელმაც 45-ე წუთზე თანაგუნდელის მიერ მოპოვებული პენალტი ზუსტად გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. ქართველ შემტევს გოლის გატანა მეორე ტაიმშიც შეეძლო, მაგრამ მიზნამდე მცირედი დააკლდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ზურიკომ ფრანგულ მედიასთან ისაუბრა და იმედგაცრუება ვერ დამალა.

რა თქვა დავითაშვილმა:

„ვგრძნობდით, რომ ამ მატჩის მოგება შეგვეძლო. უფრო მეტი გოლის გასატანად შანსები გვქონდა. „ნიცა“ კარგი გუნდია, რომელიც ლიგა 1-ში თამაშობს, ეს თამაშამდეც ვიცოდით. ჩვეულებრივ კარგად ვთამაშობთ, დღესაც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა.“

„მეორე ტაიმში ორჯერ ან სამჯერ შემოგვიტიეს და გოლი გაგვიტანეს. ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. ამის შემდეგ, ბოლო წუთს კიდევ ერთი შანსი გვქონდა, მაგრამ... ეს ფეხბურთია და ასე ხდება ხოლმე. როგორც უკვე ვთქვი, გვყავს გუნდი, რომელიც ლიგა 1-ის დონეზეა. ეს ჩვენს ლიგაში კვირიდან-კვირამდე უნდა ვაჩვენოთ.“

„რა თქმა უნდა, ამ მატჩის შემდეგ რამდენიმე დადებითი მომენტის მიღება შეგვიძლია, რადგან ლიგა 1-ის გუნდის წინააღმდეგ ჩვენი თამაშის სტილი, ბურთის აღება, შენარჩუნება, სახიფათო მომენტების შექმნა შევძელით. ვაჩვენეთ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია. გულწრფელად რომ გითხრათ, დადებითი გრძნობები მაქვს. ვფიქრობ, ფეხბურთელებიც მსგავს განწყობაზე იქნებიან.“

მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილისთვის ეს მე-9 გოლი იყო. ქართველმა ფეხბურთელმა „სენტ-ეტიენის“ მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა და 9 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას ლიგა 2-ის ეგიდით, 3 იანვარს, „ლე მანსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს გოლი ნიცასთან - სენტ-ეტიენი თასიდან გავარდა
ზურიკოს გოლი ნიცასთან - სენტ-ეტიენი თასიდან გავარდა