გიორგი მაისურაძე
Aa
Aa

ცვლილებები ჟიტომირში - მაისურაძე პოლისიას ტოვებს

უკრაინის პრემიერლიგის წლევანდელ გათამაშებაში „პოლისია“ ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება. პირიქით, ჟიტომირის გუნდმა პირველი წრე 30 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და „ჩერკასი“ – „შახტარის“ ლიდერთა დუეტს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. წინა სეზონისგან განსხვავებით, სამწუხაროდ წელს თავის გამოჩენის საშუალება საერთოდ არ ეძლევა გიორგი მაისურაძეს, რომელიც სულ მალე ალბათ გუნდს გამოიცვლის.

ცნობილი უკრაინული საფეხბურთო ვებ-გვერდის, ua-footbal.com-ის ცნობით, მთავარი მწვრთნელთან რუსლან როტანთან მოთათბირების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებმა როგორც მინიმუმ რვა ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტეს და მათ შორის გახლავთ 23 წლის ქართველი მარჯვენა მცველი, რომელიც მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ ერთხელ, „კრივბასთან“ (1:0) გამოჩნდა და მაშინაც თავის გამოჩენის საშუალება მხოლოდ ერთი წუთი მიეცა.

ცნობისათვის, „პოლისიაში“ გადასვლამდე გიორგი მაისურაძე თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა, კარიერაში საუკეთესო შეხვედრა კი, 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთთან აქვს გამართული, როდესაც მატჩში MVP-ის პრიზი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საიმედო იყო, თუმცა ერთხელ უხეშად შეცდა | ლოჩოშვილის გუნდის გამარჯვება
საიმედო იყო, თუმცა ერთხელ უხეშად შეცდა | ლოჩოშვილის გუნდის გამარჯვება