კონფერენს ლიგა: სიგუამ ლოზანას ფიორენტინასთან მოაგებინა
დღეს კონფერენს ლიგის ფაზის მე-6 ტურშის მატჩები გაიმართა, რომელშიც ქართველი ლეგიონერები მონაწილეობდნენ.
განსაკუთრებული მატჩი ჰქონდა „ლოზანას“ ნახევარმცველ გაბრიელ სიგუას, რომელმაც თავის გუნდს „ფიორენტინასთან“ მოაგებინა.
20 წლის ფეხბურთელს შეხვედრის პირველ ნახევარში რამდენიმე საინტერესო მომენტი ჰქონდა, თუმცა თავი მეორე ტაიმში გამოიჩინა. გაბრიელმა მეტოქის კარი თავურით 59-ე წუთზე აიღო. აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი გოლია გუნდის შემადგენლობაში.
სიგუამ მოედანზე 70 წუთი გაატარა. შეგახსენებთ, რომ გაბრიელი „ლოზანას“ ღირსებას 18 აგვისტოდან იცავს. ამ სეზონში მან 20 მატჩი ჩაატარა.