საულ ნიგესი
Aa
Aa

„ფლამენგო რეალზე დიდი კლუბია“ | საულ ნიგესის განცხადება

„ატლეტიკოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, საულ ნიგესმა, რომელიც ამჟამად „ფლამენგოს“ ღირსებას იცავს, ბრაზილიური კლუბი „რეალს“ შეადარა. ესპანელმა ნახევარმცველმა საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „რეალი“ „ფლამენგოსთან“ ახლოსაც არ არის.

„ფლამენგო რეალზე დიდი კლუბია. ბლანკოსს ნამდვილი ფანებიც კი არ ჰყავს. რეალი საკუთარი წარმატებითაა ცნობილი და მსოფლიოში ბევრი ადამიანი ქომაგობს, მაგრამ როდესაც სანტიაგო ბერნაბეუზე შედიხარ, ვერაფერს გრძნობ, ატმოსფერო საერთოდ არ იგრძნობა.

მარაკანა კი, რომელიც საკულტო სტადიონია, ყოველთვის სავსეა. ფლამენგოს ქომაგები გასვლით შეხვედრებშიც ავსებენ ტრიბუნებს. ახლახან სპორტ რესიფეს ვეთამაშეთ და მატჩამდე, სტადიონი შეცვალეს, რადგან ჩვენი ქომაგები თავდაპირველ არენაზე უბრალოდ ვერ დაეტეოდნენ. გაითვალისწინეთ, რომ ჩასასვლელად სამი საათია საჭირო.“

შეგახსენებთ, რომ საული „ფლამენგოსთან“ ერთად დოჰაში იმყოფება, სადაც საკონტინენტთაშორისო თასის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობა. ბრაზილიური კლუბის პირველი მეტოქე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია თოფურიას საჩემპიონო ქამარი უნდა ჩამოართვან“ | ჩეილ სონენი
„ილია თოფურიას საჩემპიონო ქამარი უნდა ჩამოართვან“ | ჩეილ სონენი