ბექა შვანგირაძე
Aa
Aa

ლელო და საუკეთესო ბოჭვებში - შვანგირაძის სუპერმატჩი

ევროპის ჩელენჯ თასი რაგბის ქართველი გულშემატკივრების ყურადღებას საქართველოს პირველი პროფესიული ფრენჩაიზის „შავი ლომის“ გარდა, იმ კლუბების გამოსვლებითაც იპყრობს, სადაც ქართველი მოთამაშეები ასპარეზობენ. სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება საფრანგეთის „ლიონი“, რომელიც მართალია საკუთარ სტადიონზე „ნიუკასლ რედ ბულსთან“ 13:24 დამარცხდა, თუმცა ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი ბექა შვანგირაძეს მიუძღვოდა.

23 წლის ქართველი მორაგბე „ლიონის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლების რიგებიდან მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. ეს ლელო ევროპის ჩელენჯ თასზე მის კარიერაში სადებიუტოა. გარდა ამისა, ბექა ბურთის წაღების (7-ჯერ) და შესრულებული ბოჭვების (23-ჯერ) რაოდენობით თანაგუნდელებს შორის საუკეთესო გახლდათ.

მომდევნო შეხვედრას „ლიონი“ 14 დეკემბერს, ისევ ევროპის ჩელენჯ თასზე სტუმრად „დრაგონსთან“ გამართავს, რის შემდეგაც 21 დეკემბერს, TOP 14-ში „ტულუზასთან“ საშინაო მატჩი ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავი ლომი | ჩელენჯ თასის მომდევნო შეხვედრა ირლანდიაში
შავი ლომი | ჩელენჯ თასის მომდევნო შეხვედრა ირლანდიაში