კილიან მბაპე, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

„მბაპე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ლიდერის თვისებები აქვს“ - ალონსო

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „რეალმა“ სტუმრად „ოლიმპიაკოსს“ კილიან მბაპეს პოკერით მოუგო (4:3). მატჩის შემდეგ „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ ფრანგი ფორვარდის შედეგიანობაზე

„ოლიმპიაკოსმა“ ძალიან კარგად ითამაშა. ვიცოდით, რომ რთულ მეტოქეს ვუპირისპირდებოდით. მენდილიბარის გუნდს იმაზე ნაკლები ქულა აქვს, ვიდრე უნდა ჰქონდეს იმის გათვალისწინებით, რა დონეზეც თამაშობენ. ისინი მეტს იმსახურებენ. „ოლიმპიაკოსი“ კარგად თამაშობდა პრესინგს, გახსნა ანგარიში და გვაიძულა, მოგვემატებინა.

საბოლოო ჯამში, მთავარი 3 ქულაა. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, არამედ იმის ფონზეც, რომ სამი თამაში არ მოგვიგია. ყველა ასპექტში გვაქვს მოსამამატებელი. უნდა ვკონცენტრირდეთ იმ მომენტებზე, როცა ყველაფერი კარგად გამოგვდიოდა. დღეს გამარჯვება აუცილებელი იყო და ეს შევძელით.

დრო აჩვენებს, იქნება თუ არა ეს მატჩი გარდამტეხი მომენტი და გავაგრძელებთ თუ არა ზრდას როგორც გუნდი. ახლა დროა, „ჟირონასა“ და „ბილბაოზე“ ვიფიქროთ.

„რეალის“ 40 გოლიდან 22 მბაპემ გაიტანა? კილიანი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე მხოლოდ მის გოლებზე არ ვსაუბრობ. მბაპეს ლიდერის თვისებები აქვს და ის ყოველდღიურად ახდენს გავლენას დანარჩენ ფეხბურთელებზე. გუნდის ერთიანობისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“.

ცნობისთვის, მბაპე 9 გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. „რეალი“ კი 12 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა. დარჩენილ 3 ტურში „სამეფო კლუბი“ „მანჩესტერ სიტის“ (სტუმრად), „მონაკოს“ (შინ) და „ბენფიკას“ (სტუმრად) შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთის მომავალი მფლობელია“ - ფრანკი პსჟ-ის ფეხბურთელზე
„ოქროს ბურთის მომავალი მფლობელია“ - ფრანკი პსჟ-ის ფეხბურთელზე