იმედა აშორტია
Aa
Aa

აშორტიას ეფექტური გოლი - ბუნიოდკორმა სტუმრად გაიმარჯვა

უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში რამდენიმე ქართველი ლეგიონერი ასპარეზობს და მათ შორის გამორჩეული იმედა აშორტიაა, რომელიც „ბუნიოდკორის“ საუკეთესო ბომბარდირი და ამ გუნდის წარმატების მთავარი განმსაზღვრელია. სუპერლიგის ბოლოსწინა, XXIX ტურში „ბუნიოდკორმა“ სტუმრად „სოგდიანა“ 2:0 დაამარცხა და ამაში აშორტიამ საკუთარი წვლილიც შეიტანა.

შეხვედრის 60-ე წუთზე სტუმრები მასპინძლებს 1:0 ამარცხებდნენ და ბუნებრივია, დაძაბულობა შენარჩუნებული იყო, რა დროსაც 29 წლის ქართველმა ფორვარდმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და უძლიერესი და ულამაზესი დარტყმით აიღო „სოგდიანას“ კარი. აშორტია 88-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო „ბუნიოდკორის“ კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა მალიმ შეუცვლელად იასპარეზა.

29 ტურში დაგროვებული 49 ქულით „ბუნიოდკორი“ უზბეკეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზერა. იმედა აშორტიას ანგარიში კი მიმდინარე გათამაშებაში 9 გოლთან ერთად, 2 საგოლე გადაცემაა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მექვაბიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა | კრაიოვამ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
მექვაბიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა | კრაიოვამ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა