ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ძალიან მაღალი ინტელექტის მოთამაშეა“ - ტორონტოს მწვრთნელი მამუკელაშვილზე

გამთენიისას „ტორონტო რეპტორსმა“ „ვაშინგტონ ვიზარდსი“ 140:110 დაამარცხა და NBA-ში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.

სანდრო მამუკელაშვილი პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 23 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა.

მამუკელაშვილი შეხვედრის შემდეგ, „ტორონტოს“ მთავარმა მწვრთნელმა დარკო რაიკოვიჩმა შეაქო:

„ის ძალიან მაღალი ინტელექტის მოთამაშეა. მამუკელაშვილი ცდილობს გუნდს დაეხმაროს და თავისი თავის საუკეთესო ვერსია იყოს. ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთესი ხდება. დღეს იგი ბურთით შესანიშნავი იყო, ვნახეთ როგორ უტევდა.

ვფიქრობ, სანდროს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მრავალმხრივი მოთამაშეა. მის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ ვსწავლობთ. მე ჩემის მხრივ მინდა, რომ სათამაშო დრო მივცე, რათა საკუთარი თავი სრულად გამოავლინოს. ვცდილობ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა“.

თამაში თავად სანდრომაც შეაფასა და მოკლე კომენტარი გააკეთა:

„ყველა გვეუბნებოდა, რომ ამ თამაშზე არ გვეხუმრა, უბრალოდ, ისეთი მენტალიტეტით გავსულიყავით, რომ დიდი გამარჯვება მოგვეპოვებინა და კვალიფიკაცია უზრუნველგვეყო. ვფიქრობ, გავედით და შევასრულეთ ეს. ახლა უბრალოდ მომდევნო თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ. როგორც ყველა ამბობს, საქმე დასრულებული არ არის“.

მამუკელაშვილი და „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 11 მოგებითა და 5 მარცხით მე-2 პოზიციაზე იმყოფება. კანადელები მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართავენ.

სანდროს საუკეთესო მომენტები VS ვაშინგტონი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები