კარგი ამბავი | გიორგი მიქაუტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვილიარეალის“ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს მუხლის პრობლემები აღარ აწუხებს. ქართველმა თავდამსხმელმა „ესპანიოლთან“ მატჩი გამოტოვა და ვერც სანაკრებო პაუზაზე შეძლო ჩამოსვლა.
მიქაუტაძემ მუხლის არეში დისკომფორტი იგრძნო და იძულებითი პაუზის აღება მოუწია. „ვილიარეალის“ ინფორმაციით, გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 25 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
ცნობისთვის, მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში „ვილიარეალის“ მაისურით 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე ოთხი გოლია. გიორგიმ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსს“ გაუტანა, ესპანეთის ლა ლიგაში „ოსასუნასა“ და „რეალის“ კარები აიღო, ხოლო კოპა დელ რეიზე „სიუდად ლუსენასთან“ გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება მის გუნდს, „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ 12 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილს იკავებს. „ვილიარეალის“ მომდევნო მეტოქე „მალიორკაა“, რომელსაც 22 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55-ზე დაუპირისპირდება.