ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დღეს ბევრი კარგი რამ დავინახე, ეს უნდა შევამჩნიოთ | კვარას კომენტარი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ესპანეთს დაუპირისპირდა.

მატჩი „ფურია როხას“ გამარჯვებით დასრულდა და „ჯვაროსნებს“ მუნდიალზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვთ — 0:4. Sofascore-სა და Whoscored-ის შეფასებებით საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ორივე სტატისტიკურმა პორტალმა დუბლის ავტორი ოიარსაბალი დაასახელა.

მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა:

„წინა თამაშებთან შედარებით ბევრი კარგი რამ დავინახე. ბევრი რამის განხორციელებას ვცდილობდით, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ესპანეთის ნაკრებია, მათთან თამაში ადვილი არაა, მაგრამ მე ბიჭების შემართებით და ბრძოლისუნარიანობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ასე რომ დაგვეწყო, ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსი გვექნებოდა, მაგრამ ფეხბურთია, ხდება, წარუმატებლობას წარმატებას მოსდევს.

მიუხედავად იმისა რომ 4:0 წავაგეთ, ბევრი კარგი მომენტი იყო და ეს უნდა დავინახოთ, უნდა შევამჩნიოთ.

ნაკრებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, თქვენც ხედავთ, მათ თამაშის შანსი ეძლევათ. ჩემი აზრით ძალიან კარგად წარმოაჩენენ თავს. ძალიან კარგია რომ ახალგაზრდები მოდიან. ჩვენ ვცდილობთ მათ დავეხმაროთ და ისინიც ძალიან დიდ დახმარებას უწევენ ეროვნულ ნაკრებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. ნიჭიერები არიან და ერთად რომ განვვითარდებით, დროის ფაქტორია და ყველაფერი კარგად იქნება.

ბულგარეთთან წლის ბოლო მატჩია. უნდა ვეცადოთ, რომ წელი კარგად დავასრულოთ იმის მიუხედავად, რომ საბოლოო ჯამში წელი კარგი არ იქნება. ალბათ, ბულგარეთი უნდა დავამარცხოთ. ამის უნარი და შესაძლებლობა აუცილებლად გვაქვს. იმედია ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება და შემდეგ მომდევნო წელზე ვიფიქრებთ''.

5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. „ჯვაროსნები" თურქეთს 9 ქულით, ხოლო ესპანეთს 12 ქულით ჩამორჩებიან. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი მატჩია დარჩენილი, რომელსაც 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთთან გავმართავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთთან 0:4 დავმარცხდით | საქართველოს ნაკრებს მსოფლიოზე გასვლის შანსი აღარ აქვს
ესპანეთთან 0:4 დავმარცხდით | საქართველოს ნაკრებს მსოფლიოზე გასვლის შანსი აღარ აქვს