პედრი, ჯამალ მუსიალა
Aa
Aa

„ერთადერთია, ვისაც ბარსაში დავიმატებდი“ - პედრიმ მუსიალა გამოარჩია

ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ნახევარმცველი პედრი ერთ-ერთი ესპანურენოვანი YouTube-პოდკასტის სტუმარი იყო და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის უპასუხა კითხვას, რომელი ფეხბურთელის ხილვას ისურვებდა „ბლაუგრანას“ რიგებში.

„ფინანსური შეზღუდვები რომ არ არსებობდეს, „ბაიერნიდან“ ჯამალ მუსიალას დავიმატებდი. გამაოგნებლად ძლიერია. მისი თამაში ძალიან მომწონს“.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა ასევე დაადასტურა, რომ 2020 წლის აგვისტოში „ბაიერნში“ გადასვლა შეეძლო.

„ეს სიმართლეა, მიუნხენელებს ჩემი დამატება სურდათ, მაგრამ „ბარსელონა“ ძალიან მიყვარს და ყოველთვის მინდოდა აქ თამაში. რთულად წარმომიდგენია, რომ ოდესმე სხვა კლუბის მაისური შეიძლება მოვირგო“.

ცნობისთვის, პედრიც და მუსიალაც საფეხბურთო ასპარეზზე თითქმის ერთდროულად გამოჩნდნენ. ესპანელი გერმანელზე მხოლოდ რამდენიმე თვითაა უფროსი და ორივე ფეხბურთელი ძალიან მოკლე დროში საკუთარი კლუბებისა და ნაკრებებისთვის შეუცვლელ ფიგურებად იქცნენ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში პედრის ანგარიშზე 13 მატჩში 2 გოლი და 2 ასისტია. რაც შეეხება მუსიალას, ის ზაფხულში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის და მოედანს მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დაუბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალვარესი: ბარსასა და პსჟ-ს ინტერესზე ვიცი, დანარჩენს სეზონის ბოლოს გადავხედავთ
ალვარესი: ბარსასა და პსჟ-ს ინტერესზე ვიცი, დანარჩენს სეზონის ბოლოს გადავხედავთ