„ყველასთან ერთსა და იმავეს აკეთებენ“ - ჰუკერი მახაჩევი-ჩიმაევზე
ბევრი მიიჩნევს, რომ ისლამ მახაჩევისა და ხამზატ ჩიმაევის საბრძოლო სტილი იდენტურია, რასაც ძნელია არ დაეთანხმო. უბრალოდ საკმარისია სტატისტიკას ჩახედო და ადვილად შეამჩნევ, რომ გამარჯვებათა უმეტესობა როგორც დაღესტნელ, ასევე ჩეჩენ ჩემპიონს მახრჩობელა ილეთებით აქვთ მოპოვებული, რასაც მეტწილად პარტერში უმაღლეს დონეზე მუშაობის ხარჯზე აღწევენ. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება დენ ჰუკერმა და ამ სპორტსმენებზე შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა:
„მათთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ იბრძვიან, რადგან გამუდმებით ერთსა და იმავეს აკეთებენ. ცდილობენ დარტყმებს თავი აარიდონ, შემდეგ მეტოქის წაქცევას ცდილობენ და მთელი სხეულით ზემოდან დაწოლით, სათანადო კონტროლის ხარჯზე მოწინააღმდეგეს ღლიან, ყველაფერი კი მეორე, ან უკიდურეს შემთხვევაში მესამე რაუნდში საბმიშენით სრულდება“.
ცნობისათვის, ხამზატ ჩიმაევმა რამდენიმე თვის წინ საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დრიკუს დუ პლესის დამარცხებით მოიპოვა. ისლამ მახაჩევი 16 ნოემბერს, ქვესაშუალო წონით დივიზიონში გაჩემპიონებას ჯეკ დელა მადალენასთან დაპირისპირებაში შეეცდება, ხოლო დენ ჰუკერის მომდევნო მეტოქე არმან ცარუკიანია, რომელსაც ერთ კვირაში კატარში შეებრძოლება.