კრიშტიანუ რონალდუ, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი რონალდუს 1000 გოლზე: ის ამას აუცილებლად გააკეთებს, ეჭვიც არ შეგეპაროთ

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუ კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობას 1000-მდე აიყვანს. ამჟამად პორტუგალიელის ანგარიშზე 953 გოლია.

„ის ამას აუცილებლად გააკეთებს, არ შეგეპაროთ ეჭვი არც ერთი წამით. იტალიაში ცოტა ხნის წინ მეკითხებოდნენ მოდრიჩზე და მის 40 წლის იუბილეზე და მე ვთქვი, რომ ის „მილანში“ კარგად ითამაშებდა. ლუკა და კრიშტიანუ – პროფესიონალები არიან, რომლებსაც უყვართ ფეხბურთი და ისინი ყოველთვის მიაღწევენ ყველაფერს, რასაც მოისურვებენ. კრიშტიანუ აუცილებლად გაიტანს მე-1000 გოლს, მაგრამ როდესაც ის ამას გააკეთებს, არ დაგავიწყდეთ ჩემი მოწვევა ამ წარმოუდგენელი რეკორდის აღნიშვნაზე“, - თქვა „პაპა კარლომ“.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ 2023 წლიდან „ალ ნასრის“ ღირსებას იცავს, მისი კონტრაქტი კი 2027 წლამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს სუპერგმირი“ – Marca ლუკა ლოჩოშვილზე წერს
„საქართველოს სუპერგმირი“ – Marca ლუკა ლოჩოშვილზე წერს