კარლო ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ანჩელოტი: ვინისიუსმა რეალში თავისი ახალი როლი უნდა მიიღოს

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინისიუს ჟუნიორის ქცევაზე ისაუბრა.

– თქვენ თითქმის ყოველთვის ახერხებდით ვინისიუსის ფეთქებადი ხასიათის შეკავებას და რჩევების მიცემას. ნახეთ, რა მოხდა კლასიკოში მისი შეცვლის შემდეგ. თქვენი აზრით, ეს შეცდომა იყო?

„მან უბრალოდ შეცდომა დაუშვა და უნდა გააცნობიეროს თავისი ახალი როლი „რეალში“, უფრო მნიშვნელოვანი როლი გასახდელში, ვიდრე ადრე. მან შეცდომა დაუშვა, მოიბოდიშა და აქედან გაკვეთილი უნდა ისწავლოს. მწვრთნელს აქვს უფლება შეცვალოს ის და ყველაფერი გააკეთოს, რაც გუნდის გასაძლიერებლად არის საჭირო“.

– ვინისიუსზე დიდი გავლენა მოახდინა იმან, რომ მან ვერ მიიღო „ოქროს ბურთი“? დაჯილდოებამდე ის სრულიად განსხვავებული იყო.

„შესაძლოა, მას ეწყინა, მაგრამ ახლა ვინი თავის საუკეთესო ფორმასთან ახლოსაა. ის ძალიან კარგად თამაშობს, არის საკვანძო მოთამაშე. ვინის ძლიერი ხასიათი აქვს, ის ზედმეტად არ ღელავს თავის შეცდომებზე ან კრიტიკაზე. იგი ამ ყველაფერს სწორად იღებს. ის სწრაფად მიიწევს წინ. დარწმუნებული ვარ, ვინი მსოფლიო ჩემპიონატს შესანიშნავ ფორმაში შეხვდება".

– თქვა ანჩელოტიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები