„როგორც ჩანს ბევრი ფილმი გაქვთ ნანახი“ - რონალდუ ჟურნალისტმა გააცინა
კრიშტიანუ რონალდუმ იუმორით მიიღო შეკითხვა კარიერაში მეათასე გოლის შესახებ.
ჟურნალისტმა პორტუგალიელს სთხოვა წარმოედგინა სცენარი, რომელშიც ის მეათასე გოლს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიტანს და ჩემპიონი გახდება.
„თქვენ, როგორც ჩანს, ბევრი ფილმი გინახავთ (იცინის), ეს ზედმეტად იდეალური იქნებოდა. რეალობას რომ დავუბრუნდეთ, ყველაფერი, რაც თქვით, რა თქმა უნდა, მახარებს. ნაკრები მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ეს საინტერესო და კარგი მაჩვენებლებია.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის მონაცემებს – მე უკვე ყველაფერი ვთქვი და არ მინდა გავიმეორო, გოლების გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. მინდა ვითამაშო შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე, თორემ აქ არ ვიქნებოდი.
თქვენი ეს ციფრები და ეს „ფილმი“ რომ რეალობად ქცეულიყო – კარიერას მაღალ ნოტაზე დავასრულებდი, თუკი საჭირო იქნებოდა“,
– თქვა კრიშტიანუმ ღიმილით.
აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის რონალდუს ანგარიშზე კარიერაში 953 გოლია.