ოქროს ბურთი, თუ მუნდიალი? მწვრთნელობა, თუ მენეჯერობა? - მესის მოკლე პასუხები
კიდევ ერთი ოქროს ბურთი, თუ კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონობა? რომელი ურჩევნია მესის?
„ინტერ მაიამის“ და არგენტინის ნაკრების ათიანმა 433-ის მოკლე კითხვებს უპასუხა.
– მოიგო კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი თუ კიდევ ერთი „ოქროს ბურთი“?
„კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი“.
– ითამაშო მაიამის თუ ბარსელონას კლიმატში?
„ბარსელონასი“.
– შეასრულო ჰეთ-თრიკი და წააგო, თუ გაიტანო გამარჯვების გოლი?
„გაიტანო გამარჯვების გოლი“.
– იყო მწვრთნელი თუ კლუბის მფლობელი?
„კლუბის მფლობელი“.
– წააგო ბურთის ფეხებშუა გატარებით თუ გაიტანო საკუთარ კარში?
„ბურთის ფეხებშუა გატარებით“.
– გაიტანო კუთხურიდან თუ მოედნის ცენტრიდან?
„კუთხურიდან“.
– ითამაშო მცველის თუ მეკარის პოზიციაზე?
„მცველის პოზიციაზე“.
– სქემა 4-4-2 თუ 4-3-3?
„4-3-3“.