ვილი სანიოლი, ნიკა გაგნიძე, გაბრიელ სიგუა
Aa
Aa

ნაკრებს ტრავმის გამო კიდევ 2 მოთამაშე გამოაკლდა

ვილი სანიოლის გიორგი მიქაუტაძისა და ოთარ კაკაბაძის შემდეგ, კიდევ ორი მოთამაშე გამოაკლდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ტრავმების გამო ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებს ნიკა გაგნიძე და გაბრიელ სიგუა გამოტოვებს.

მთავარმა მწვრთნელმა საჭიროდ არ ჩათვალა, რომ დანაკლისი შეევსო და ნაკრებში არავის გამოძახებას არ აპირებს.

ესპანეთთან მატჩში გაფრთხილების გამო არ იქნება არც გიორგი ქოჩორაშვილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახევარდაცვის ცენტრში სანიოლს მხოლოდ 4 მოთამაშე ეყოლება - კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი და ლომინაძე.

ნაკრების შემადგენლობა ამჟამად ასეთია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი).

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები