პრემიერ ლიგა
Aa
Aa

პრემიერ ლიგა ჩრდილოეთ კორეაში | რა აკრძალვების დაწესება იგეგმება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თანხმობა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩები მის ქვეყანაში აჩვენონ. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს და წერს აკრძალვებზე, რომელთა დაწესებასაც აპირებენ.

The Guardian-ის მიხედვით, მატჩები პირდაპირ ეთერში არ გავა და სანამ თამაშებს ტელევიზიით გაუშვებენ, მათ დაამონტაჟებენ. ნებისმიერ მონაკვეთს, რომელშიც სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი მოხვდება ან იქნება ნაჩვენები, ვიდეოდან ამოიღებენ. შესაბამისად, „ბრენტფორდისა“ და „ვულვზის“ ფეხბურთელები — კიმ ჯი-სუ და ჰვანგ ჰი-ჩანი — ეკრანებზე არ გამოჩნდებიან.

პრემიერ ლიგის თითოეული მატჩის ხანგრძლივობა ჩრდილოეთ კორეაში 90-ის ნაცვლად 60 წუთი იქნება. ნებისმიერი ინგლისური ტექსტი, რომელიც ტრანსლაციაში გამოჩნდება, ჩრდილოეთ კორეული გრაფიკებით ჩანაცვლდება, ხოლო LGBTQ+-თან დაკავშირებული ნებისმიერი სიმბოლო ამოღებული იქნება.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა არ წერს, საბოლოო გადაწყვეტილებას როდის მიიღებენ, თუმცა დასძენს, რომ დიდი შანსია, პრემიერ ლიგის მატჩების ტრანსლირება ჩრდილოეთ კორეაში მოხდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ თეთრ სახლში ქართველი რუსს ეჩხუბება...“ – რას ამბობს ხაბიბ ნურმაგომედოვი
„თუ თეთრ სახლში ქართველი რუსს ეჩხუბება...“ – რას ამბობს ხაბიბ ნურმაგომედოვი