„აჩვენა, ლივერპულს მისი შეძენა რატომ უნდოდა“ | რას წერენ მამარდაშვილზე ინგლისში
ბრიტანულმა გამოცემამ Rousing The Kop-მა „ლივერპულის“ ახალწვეულები შეაფასა. საუბარია ფეხბურთელებზე, რომლებიც გუნდს გასულ ზაფხულში შეუერთდნენ, და გიორგი მამარდაშვილმა უგო ეკიტიკესთან ერთად ყველაზე კარგი შეფასება მიიღო.
გიორგი მამარდაშვილი — 10-დან 7
„რეალურად, ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილი 2024 წელს შეიძინა, მაგრამ ქართველმა მეკარემ წითლებში სადებიუტო შეხვედრა მიმდინარე სეზონში გამართა და შეგვიძლია, ახალწვეული ვუწოდოთ.
ალისონის არყოფნაში, რომელსაც სექტემბრის შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია, მამარდაშვილს უამრავი შანსი მიეცა, რათა თავი გამოეჩინა. გიორგი იდეალური არ ყოფილა და ლივერპულიც ცუდ ფორმაში იყო, მაგრამ 25 წლის მეკარემ აჩვენა, წითლებს მისი შეძენა ასე ძალიან რატომ უნდოდათ,“ — წერს Rousing The Kop.
რაც შეეხება „ლივერპულის“ სხვა ახალწვეულ ფეხბურთელებს, ფრედი ვუდმანს 5 ქულა დაუწერეს, ჯერემი ფრიმპონგს — 4, მილოშ კერკეზს — 3, უგო ეკიტიკეს — 7, ფლორიან ვირცს — 4, ხოლო ალექსანდრ ისაკს — 5.