გუარდიოლა: კლოპი მენატრება, მან ბევრი რამ მომცა
პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა „მანჩესტერ სიტი“ – „ლივერპულის“ დაპირისპირებასა და ელ კლასიკოს შედარებაზე.
პეპმა ასევე აღნიშნა, რომ იურგენ კლოპთან დაპირისპირებები ძალიან ენატრება.
„ბარსელონასა და რეალში გარე ხმაური ათასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აქ. სტადიონზე ატმოსფერო საკმაოდ მსგავსია – უბრალოდ ფანტასტიკურია. ჩვენ სიტის დავეხმარეთ ამ მეტოქეობის შექმნაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მანამდე, ვფიქრობ, მთავარი დაპირისპირება იუნაიტედი – ლივერპული იყო.
ის, რაც იურგენ კლოპის პერიოდში მოხდა, ამ დაპირისპირებას უდიდესად აქცევს, რადგან, შესაძლოა, უკვე პირველი სეზონის შემდეგ პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა ჩვენსა და მათ შორის მიმდინარეობდა.
მე ყოველთვის მომწონდა ეს ჯანსაღი მეტოქეობა. ყოველთვის ვგრძნობდი ურთიერთპატივისცემას. იურგენმა ბევრი რამ მომცა და მენატრება ის. მან ბევრი რამ მასწავლა იმის შესახებ, თუ რამდენი ძალისხმევაა საჭირო მის დასამარცხებლად“,
– თქვა „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა BBC-ისთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ „სიტი“ „ლივერპულის“ დაპირისპირება კვირას ჩვენი დროით 20:30-ზე დაიწყება.