ჟოან ლაპორტა, ლამინ იამალი
Aa
Aa

„ლამინს გაუფრთხილდით, ცოტა ათამაშეთ“ - ლაპორტამ დე ლა ფუნტეს მიმართა

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებთან გასამართი მატჩებისთვის ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის დამრიგებელმა ლუის დე ლა ფუენტემ შემადგენლობა უკვე დაასახელა. ბუნებრივია განაცხადში მოხვდა „ბარსელონას“ 18 წლის ვარსკვლავი ლამინ იამალი, რომელმაც ოქტომბრის სანაკრებო თამაშები ტრავმის გამო გამოტოვა. თუმცა, იამალთან დაკავშირებით კლუბისა და ნაკრების ხელმძღვანელების კონფლიქტი გრძელდება და ამის გაგრძელება „ბლაუგრანას“ პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას განცხადება გახლდათ, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დაფასება და აღიარებაა. ლამინი თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ეროვნულ გუნდში სისტემატურად იძახებენ. თუმცა, საზარდულის ტრავმის გამო, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ აქვს მორჩენილი, კარგი იქნება თუ ნაკლებად დაიტვირთება და ლიმიტირებულ წუთებს მიიღებს. მითუმეტეს, რომ ესპანეთის ნაკრებს მუნდიალის საგზურის გასანაღდებლად ორ მატჩში ქულის აღებაც ჰყოფნის.

არ მსურს ლუის დე ლა ფუენტეს საქმეში ჩარევა, ან მასთან პოლემიკაში შესვლა, მაგრამ იამალს უნდა გავუფრთხილდეთ. ვუყურებდი „ბრიუგე“ – „ბარსელონას“ მატჩს და მისი თამაშის ყურებით ვტკბებოდი. მომეწონა ისიც, რომ მიუხედავად ფეერიული ასპარეზობისა, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ცუდ ხასიათზე იყო, რადგან გუნდმა ვერ მოიგო. ლამინი ნამდვილი ტალანტია და ასეთებს უნდა მოვუფრთხილდეთ“.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ლამინ იამალმა 12 შეხვედრა ჩაატარა და საგოლე მოქმედების გარეშე მოედნიდან მხოლოდ ორჯერ, „პარი სენ-ჟერმენთან“ (1:2) და „რეალთან“ (1:2) გავიდა. „ბლაუგრანას“ ათიანის ანგარიშზე 5 გოლი და 7 საგოლე პასია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა შემადგენლობით დაუპირისპირდება ესპანეთი საქართველოს | სია ცნობილია
რა შემადგენლობით დაუპირისპირდება ესპანეთი საქართველოს | სია ცნობილია